თურქეთმა “ისლამურ სახელმწიფოსა” და ქურთებზე ავიადარტყმები განახორციელა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში, მოსაზღვრე რაიონებში “ისლამურ სახემწიფოსა” და ქურთებზე ავიადარტყმები განახორციელა – წერს Reuters-ი.
ავიადარტყმებამდე რამდენიმე ხნით ადრე თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ისინი ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფ ყველა ტერორისტს გაანადგურებდნენ.
“ისლამური სახელმწიფო” ქვეყნის შიგნით სრულიად უნდა განადგურდეს და ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი ამისათვის” – ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადა. მისი თქმით, ამისათვის სირიის ოპოზიციის გამოყენება იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიბორის ჯონსონი: კლინტონი – მედდა-სადისტია ფსიქიატრიულში
შემდეგი სტატიაფედერალურმა ბიურომ კლინტონის კიდევ 15 ათასი წერილი აღმოაჩინა