თურქეთმა გერმანიიდან ელჩი გაიწვია

13330307_1215913601754825_862078421_nგერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ 1915 წელს ოსმანეთის იმპერიის მიერ თურქების გენოციდის აღიარების რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციის წინააღმდეგ, მხოლოდ ერთმა პარლამენტარმა მისცა ხმა. სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ ბუნდესტაგის ნაბიჯს მიესალმება.
“მაშინ, როცა გერმანია და ავსტრია, რომლებიც ოსმანეთის იმპერიის მოკავშირეები იყვნენ და აღიარებენ პასუხისმგებლობის საკუთარ წილს სომხების გენოციდთან დაკავშირებით, თურქეთის მთავრობა მას უარყოფს” – განაცხადა სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ედუარდ ნალბალდიანმა.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი იილდირიმმა განაცხადა, რომ ანკარა გერმანიიდან გაიწვევს თავის ელჩს “კონსულტაციისათვის”.
თურქეთის მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა, იასინ აკტაიმ განაცხადა, რომ მიღებული დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას სერიოზულად დაძაბავს. თურქეთის ვიცე-პრემიერმა კი რეზოლუციას “ისტორიული შეცდომა” უწოდა – “ბიბისი” წერს.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიას და თურქეთს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.

19-მა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, ბელგიამ, იტალიამ, რუსეთმა, კანადამ, არგენტინამ და ურუგვაიმ სომხების მასობრივი მკვლელობა უკვე აღიარა. 2014 წელს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა პირველად მიუსამძიმრა სომხებს, რომელთა ოჯახის წევრები თურქეთში დაიხოცნენ პირველი მსოფლიო ომის დროს.

13335409_1215913675088151_857181088_n13349252_1215913631754822_409405837_n

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა
შემდეგი სტატიასოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ლაშა დვალიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილია