თურქეთმა ერაყში ახალი სამხედრო დანაყოფის გაგზავნაზე უარი თქვა

თურქეთი ერაყში ახალი სამხედრო დანაყოფების გაგზავნას არ აპირებს – ამის შესახებ “როიტერსი” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც თავის მხრივ თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს ციტირებს – მან თავის ერაყელ კოლეგას წერილი გაუგზავნა.
დავუთოღლუმ თურქეთის მიერ ბაღდადისთვის “მტკივნეული რეაქციის” მიზეზები ახსნა და პირობა დადო, რომ დამატებით დანაყოფებს არ გააგზავნის ერაყში მანამდე, სანამ ბაღდადთან ყველა საკითხს არ დაარეგულირებს. თურქეთის პრემიერმა, სააგენტოს ინფორმაციით, ასევე განაცხადა, რომ ანკარა მზად არის ერაყთან თანამშრომლობა გააღრმავოს ტერორიზმთან ბრძოლოს ფარგლებში.
გუშინ ერაყის პრემიერ მინისტრმა ჰაიდარ ალ-აბადმა, თურქეთის მიერ თვითნებურად ერაყის ტერიტორიაზე ჯარის განთავსებას აგრესია უწოდა და განაცხადა, რომ ყველა შესაძლო ხერხს გამოიყენებს თურქული არმიის წინააღმდეგ, თუკი ისინი 48 საათის განმავლობაში არ დატოვებენ სუვერენული ქვეყნის ტერიტორიას.

banner
წინა სტატიაშიბერლინი საუდის არაბეთის მიერ ისლამისტების დაფინანსებით შეშფოთებულია
შემდეგი სტატიაადმინისტრაციასთან დღეს დაგეგმილი აქცია სახელწოდებით “გადადექი! წადი მონასტერში!” გადაიდო