თურქეთმა ერაყში 150 სამხედრო გაგზავნა

თურქეთმა ერაყში 150 სამხედრო და ტანკები გააგზავნა. BBC-ის ინფორმაციით, სამხედროებმა ერაყის საზღვარი უკვე გადაკვეთეს. ისინი ქალაქ მოსულის რაიონში განლაგდებიან, რომელსაც ISIS აკონტროლებს.

თურქი სამხედროები მოსულის სიახლოვეს, ბაშიკის დასახლებულ პუნქტში განლაგებულ თურქულ კონტინგენტს ჩაანაცვლებენ, რომელიც რეგიონში ორი წლის წინ ქურთების დასახმარებლად გაიგზავნა.

ერაყის ხელისუფლებამ თურქეთის გადაწყვეტილება დაგმო და თურქეთის ხელისუფლებას ჯარისკაცების დაუყონებლივ გაყვანა მოსთხოვა.

პრემიერ-მინისტრს ჰაიდერ აბადი კანცელარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთმა ერაყის სუვერენიტეტი დაარღვია.

banner
წინა სტატიაშიჩოხატაურში 47 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია