თურქეთმა ერაყიდან ჯარის გაყვანაზე უარი განაცხადა

თურქეთმა ერაყიდან ჯარის გაყვანაზე უარი განაცხადა

თურქეთმა ერაყიდან ჯარის გაყვანაზე უარი განაცხადაანკარა ერაყიდან საკუთარ არმიას არ გამოიყვანს – ამის შესახებ მედია ინფორმაციას თურქეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადების მიხედვით აკეთებს, რომელსაც არ ასახელებს.
თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნუმან კურტულმუშმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ თურქეთი ერაყის ტერიტორიულ ერთიანობას პატივს სცემს და ახსნა საკუთარი ქვეყნის უცხო სახელმწიფოში სამხედრო მონაწილეობა იმით, რომ “ზომები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული, რაც ერაყის ინტერესებთან თანხვედრაშია”.
ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ჯარების მიერ ერაყის ტერიტორიაზე სამხედრო დანაყოფის შეყვანა აგრესიად გამოაცხადა და ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა მოითხოვა საკუთარი ტერიტორიიდან.

banner
წინა სტატიაშიავსტრიის ქალაქში გეები მოხსნეს შუქნიშნებიდან
შემდეგი სტატიასაქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა