თურქეთმა დღესასწაულების გამო სამი დღე 24 საათიანი კომენდანტის საათი შემოიღო

თურქეთმა დღესასწაულების გამო სამი დღე 24 საათიანი კომენდანტის საათი შემოიღო, რომ ამით კორონავირუსის გავრცელება აირიდოს თავიდან. ქვეყნის შსს-ს ბრძანების თანახმად, სახლიდან გასვლა აკრძალულია 22 აპრილის 19:00 საათიდან 26 აპრილის 05:00 საათამდე და ის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს.
ეს დღეები, შაბათ-კვირის გარდა, ემთხვევა ეროვნული სუვერენიტეტის დღეს. პანდემიის გამო მიმდინარე წელს საზეიმო ღონისძიებები არ ჩატარდება – hurriyetdailynews-ი წერს.
შეგახსენებთ, რომ რამადანის თვის პირველ დღეებშიც თურქეთში შეზღუდვები დაწესდა.

უკანასკნელი დღეების მანძილზე თურქეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, კორონავირუსით დაავადების დღიური მაჩვენებელი 60 ათასი შემთხვევაა. ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 83 მილიონია.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიპარტია “ევროპული საქართველოს” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამელი: 20 ივნისის ამნისტია დაუშვებელია, ისტორიის გადაწერის უფლებას არ მოგცემთ!