თურქეთმა დაზვერვის ათობით თანამშრომელი გაანთავისუფლა

თურქეთში ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციიდან ათობით ადამიანი დაითხოვეს – Reuters-ი წერს. 87 ადამიანი ფეხტულახ გიულენთან თანამშრომლობაშია ბრალდებული, მათ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 16 ივლისის პუტჩის შემდეგ, სადაზვერვო სისტემიდან სულ 141 ადამიანი გაანთავისუფლეს.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას 246 ადამიანი დაიღუპა, 2 ათასზე მეტი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიჰილარი კლინტონი უფრო დამაჯერებელი იყო, ვიდრე დონალდ ტრამპი
შემდეგი სტატიადრეზდენში ორი აფეთქება მოხდა