თურქეთმა და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინეს

2010 წლის თურქეთ-ისრაელის დაპირისპირებიდან 6 წლის შემდეგ, ორმა ქვეყანამ შეზღუდული დიპლომატიური ურთიერთობა, სრულად ელჩების დონეზე აღადგინა.
2010 წელს ისრაელის სამხედრო ძალების მიერ თურქულ გემზე განხორციელებულმა ოპერაციამ, რომლის დროსაც გემზე მყოფი რამდენიმე თურქეთის მოქალაქე იქნა მოკლული, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იმდენად დაძაბა, რომ მხარეებმა მოქმედი ელჩები უკან გამოიწვიეს. საბაბი კონფლიქტისა გახდა თურქეთის სურვილი, ღაზას სექტორში მცხოვრები პალესტინელებისთვის ისრაელის ნებართვის გარეშე, საკუთარი გემით მიეწოდებინა ჰუმანიტარული დახმარება.
2013 წელს ისრაელმა ბოდიში მოიხადა თურქულ გემზე მომხდარი ინციდენტის გამო, რასაც თანდათანობით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის თანდათან დარეგულირება მოჰყვა. 15 ნოემბერს კი – ისრაელ-თურქეთის ურთიერთობი საბოლოოდ ნორმალიზებულად ცაითვალა, რამეთუ ქვეყნებმა ელჩები გაცვალეს.
ეიტან ნაე და ქემალ ოქემა გახლავთ ახალი ელჩები თურქეთსა და ისრაელის სახელმწიფოში, რომელიც შესაბამისად ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიახუმ და თურქეთის პრეზიდენტმა ტაიპ ერდოღანმა დანიშნა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ საკუთარი წარმოების ახალი რაკეტა გამოსცადა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაDW-ს ინგლისელმა ჟურნალისტნმა NATO-ს გენმდივანს ,,გადაუარა,, (ვიდეო)