თურქეთმა ავსტრიიდან ელჩი გაიწვია

თურქეთმა ავსტრიიდან ელჩი გაიწვია

3 (1)თურქეთმა ავსტრიიდან საკუთარი ელჩი გაიწვია – Daily Sabah-ი წერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუტ ჩავუშოღლუს განცხადებაზე დაყრდნობით.
მისი თმით, გაწვევა 19 აგვისტოს ავსტრიის დედაქალაქში ქურთების მუშათა პარტიის მხარდამჭერ დემონსტრაციას უკავშირდება. თურქეთში ეს ორგანიზაცია აკრძალულია, როგორც ტერორისტული დაჯგუფება.
ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ანკარამ ელჩი კონსულტაციის გამო გაიწვია და ასევე გადაიხედება ავსტრია-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობები. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ევროკავშირის სექტემბრის სამიტზეც დაისმევა.

banner
წინა სტატიაშიფედერალურმა ბიურომ კლინტონის კიდევ 15 ათასი წერილი აღმოაჩინა
შემდეგი სტატიაუკრაინის სპორტის მინისტრმა სააკაშვილის კრიტიკას უპასუხა