თურქეთმა აშშ-ს ქურთების უსაფრთხოების შესახებ გარანტიის მიცემაზე უარი უთხრა

თურქეთმა აშშ-ს ქურთების უსაფრთხოების შესახებ, რომლებიც სირიის ჩრდილოეთით ცხოვრობენ, გარანტიის მიცემაზე უარი უთხრა – თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა განაცხადა 8 იანვარს ანკარაში საკუთარ პარტიასთან შეხვედრაზე – “დოიჩე ველე” წერს.

ამერიკელი სამხედროები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს მანამდე არ დატოვებენ, სანამ თურქეთი პირობას არ დადებს, რომ იქ მცხოვრებ ქურთებს დაიცავს – ორი დღის წინ ასეთი განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა. ბოლტონის თქმით, ვაშინგტონი არ თვლის, რომ თურქეთმა სირიაში ისეთი სამხედრო ოპერაცია უნდა დაიწყოს, რომელიც კოორდინირებული და შეუთანხმებელი იქნება აშშ-სთან. ანკარას მოქმედებებმა სირიაში საფრთხე არ უნდა შეუქმნან შტატების ჯარისკაცებს და ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას. ბოლტონის განმარტებით, ამერიკული ჯარის სირიიდან გაყვანა არ ნიშნავს იმას, რომ ეს მალე მოხდება. “ჯარის გაყვანის გრაფიკი დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომლის შესრულებაც აუცილებელია” – დაამატა პოლიტიკოსმა.

8 იანვარს ბოლტონი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველს იბრაჰიმ კალინს შეხვდა. კალინმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთი არ აპირებს არანაირი გარანტიის მიცემას, რომელიც ქურთებს უკავშირდება.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ანკარა “ძალიან მალე დაიწყებს თავის გასაკეთებელ საქმეს”, რომ სირიაში ტერორისტული გაერთიანებები გაანადგუროს.

banner
წინა სტატიაშიVolkswagen-ის “ახალი შვილი” “სუფთა” ელექტროენერგიას გაყიდის
შემდეგი სტატიასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მატარებლების შეჯახებისას 604 ადამიანი დაშავდა (ვიდეო)