თურქეთმა 50 მილიონი დოზა “სპუტნიკ V”-ის შესყიდვის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

თურქეთმა 50 მილიონი დოზა რუსული ვაქცინა “სპუტნიკ V”-ის შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ვაქცინას ის მომდევნო თვიდან მიიღებს – თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფახრეტინ კოჯამ თქვა – reuters-ი ავრცელებს.

“ჩვენ “სპუტნიკ V”-ის საგანგებო მდგომარეობაში გამოყენების ნებართვის მიღების უკანასკნელ სტადიაზე ვართ და მის შესყიდვაზე ხელშეკრულება გავაფორმეთ. თურქეთმა 6 თვის მანძილზე 50 მილიონი დოზა ვაქცინის მიღებას მოაწერა ხელი” – მინისტრმა თქვა.

მანამდე თურქეთი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ჩინურ “სინოვაკსა” და გერმანულ-ამერიკულ “ფაიზერს” იყენებდა.

თურქეთში ოფიციალური მონაცემებით ვაქცინის პირველი დოზა 13,55 მილიონმა ადამიანმა მიიღო. სულ აცრილია 22 მილიონი პირი. თურქეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო 29 აპრილიდან 17 მაისის ჩათვლით სრული ლოქდაუნია გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაში“სამსუნგის” მეთაურის მემკვიდრეები 11 მილიარდ დოლარს გადაიხდიან
შემდეგი სტატიაესპანეთი ივნისში ტურისტებს ელოდება