თურქეთმა 200 ქურთი ბოევიკის განადგურებაზე გაავრცელა

თურქული ავიაციის დაბომბვების შედეგად 160-დან 200-მდე ქურთი ამბოხებულია მოკლული – დღეს Reuters-ი თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებსინფორმაციას.
ავიაშეტევის დროს თურქულმა ავიაციამ 26 ავიადარტყმა განახორციელა ქურთული ფორმირების 18 ობიექტზე, სირიის ჩრდილოეთით. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ავიადარტყმების შედეგად განადგურებულია 9 შენობა, ერთი ბრონეტექნიკა და ოთხი მანქანა, რომელსაც ბოევიკები იყენებდნენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ოპერაცია “ევფრატის ფარი” 24 აგვისტოს დაიწყო. ოფიციალური თურქეთის განცხადებით, სამხედრო მისიის დანიშნულებაა სირია-თურქეთის საზღვრის ტერორისტებისგან გაწმენდა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ალეპოში “ჰუმანიტარული პაუზა” 24 საათით გააგრძელა
შემდეგი სტატიააკაკი ბობოხიძე: სააკაშვილი დაბრუნდება მაშინ, როცა ხალხის საჭირო მხარდაჭერა ექნება