თურქეთისათვის ვიზალიბერალიზაციაზე უარის თქმა ერდოღანის შეცდომა იქნება – ჟან კლოდ იუნკერი

ევროკავშირის მიერ თურქეთისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობა თურქეთის ლიდერის, რეჯეპ ერდოღანის შეცდომა იქნება და არა ევროპის მთავრობის – განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა დღეს ბელგიის ქალაქ ბრიუგეში სიტყვით გამოსვლისას.
“თურქეთმა უნდა თქვას უნდა თუ არა ევროკავშირის წევრი იყოს. ყველაფერი, რასაც დღეს თურქეთის მთავრობა აკეთებს, მაიძულებს ვიფიქრო, რომ თურქეთს ბოლობოლო ევროპული წესების დაცვა არ სურს” – თქვა ევროკომისიის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, “თუკი ევროკავშირი ხვალ თურქეთს ვიზალიბერალიზაციაზე უარს ეტყვის, ეს ევროპის კი არა, თურქეთის მთავრობის შეცდომა იქნება და ბატონ ერდოღანს მოუწევს საკუთარ ხალხს აუხსნას, რატომ არ დადიან ისინი ევროპაში თავისუფლად” – განაცხადა იუნკერმა თურქეთის პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლაზე პასუხად, სადაც ერდოღანმა თქვა, რომ მისი ქვეყანა უკვე 53 წელია ევროპის კარებთან დგას და მის გაღებას არ აპირებენ ევროპელები, ამიტომ, თურქეთმა გადაწყვეტილება მიიღო დასავლეთის გარეშე გააგრძელოს ცხოვრება.

banner
წინა სტატიაშირუსეთი და სომხეთი ამიერკავკასიაში გაერთიანებულ სამხედრო დაჯგუფებას შექმნიან
შემდეგი სტატია(Video) ჰილარი კლინტონმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა