თურქეთის ვიცე პრეზიდენტი ფუატ ოქტაი საქართველოს ეწვია

ქ.თბილისი- მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ცოტა ხნის წინ თბილისში ჩამოვიდა თურქეთის ვიცე პრეზიდენტი ფუატ ოქტაი. სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა. მინისტრის მოადგილემ სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისთვის და აღნიშნა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრობა.

თურქეთისა და საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა. ქვეყნები ერთობლივად ახორციელებენ მრავალ ინფრასტრუქტურულ და ენერგო პროექტებს. თბილისი და ანკარა აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. საქართველოს და თურქეთს შორის მოქმედებს მაღალი დონის დიალოგი სტრატეგიული საბჭოს სახით. ორივე ქვეყანა ჩართულია მნიშვნელოვან საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში.

banner
წინა სტატიაშისებეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი საქართველოშია
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს