თურქეთის ვიცე-პრემიერი მოუწოდებს ქალებს მოერიდონ ხმამაღალ სიცილს

13823692_1760078150943851_814029792_n

თურქეთში ქალებმა სახალხოდ არ უნდა გაიცინონ – ორი წლის წინ განაცხადა თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბიულენტ არიჩმა თავის სიტყვაში “მორალური კორუფცია” – “ინდეფენდენტი” წერდა 2014 წელს – სტატიას დღეს ბრიტანელი მომხმარებლები აქტიურად აზიარებენ სოციალურ ქსელებში.
მაშინ ვიცე-პრემიერმა, ქვეყანაში მორალური რეგენერაციაზე, მომხმარებლურ დამოკიდებულებაზე და მობილურების ზედმეტად გამოყენებაზე ისაუბრა. მან მამაკაცებს და ქალებს გონიერებისაკენ მოუწოდა და მასმედია მოზარდების “სექს-ნარკომანებად ჩამოყალიბებაში” დაადანაშაულა.
“მამაკაცი არ უნდა იყოს ქალების მოყვარული,ის თავის ცოლს უნდა ეკუთვნოდეს, უნდა უყვარდეს საკუთარი შვილები. ქალებმა უნდა იცოდნენ რა არის ცოდვა და რა არა. ის არ უნდა იცინოდეს სახალხოდ… სად არიან ჩვენი გოგოები, რომლებიც თავს მორცხვად ხრიან, ოდნავ წითლდებიან და მზერას გვერდით მიმართავენ, როცა ჩვენ მათ სახეში ვუყურებთ?” – ამბობდა არიჩმა, რომელმაც  დაგმო ბევრი მანქანის ქონა და ბევრი ბენზინის მოხმარება, ქალების მიერ მობილურებზე უაზროდ საუბარი.

რატომ გახდა ორი წლის წინ დაწერილი სტატია დღეს აქტუალური და რატომ გაიხსენეს დღეს ბრიტანელებმა ის? – “თაიმერმა”  “ფეისბუქის” ერთ-ერთ მომხმარებელს, რომელმაც სტატია გააზიარა, ამ კითხვით მიმართა.

“ეს სტატია დღეს სპამივით არის მოდებული. მე იმიტომ გავაზიარე და სხვებიც ამ აზრზე არიან, რომ ის, რაც დღეს ხდება თურქეთში, არის ის, რაც დიდი ხნის წინ იყო ჩაფიქრებული და რომლის რეალიზებაც დღეს ხდება. ათასობით ადამიანია დათხოვნილი სამსახურებიდან, ათასობით დაჭერილი, ათასობით დროებით გადაყენებული. მათ შორის, პროფესორ მასწავლებლები. თქვენ ეს არაფერს გეუბნებათ? მე მეუბნება ზუსტად იმას, რაც ამ სტატიაშია ნათქვამი – თურქეთი აი, ის ქვეყანა გახდება, რაზეც ზუსტად ორი წლის წინ მისმა ვიცე-პრემიერმა ილაპარაკა” – ამბობს “თაიმერთან” საუბარში ბრიტანელი M.M, რომელიც “ბიბისიზე” ოპერატორად მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში რამდენიმე დღის წინ სამხედრო გადატრიალების მცდელობას  ჰქონდა ადგილი.

 

 

banner
წინა სტატიაშიმატვეი განაპოლსკიმ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3480 ლარია