თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა

საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ამასთან, როგორც „საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, თურქეთის „C-130“ ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.

ამასთან, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში ავტომობილების ახალი პრემიალური ბრენდი LOTUS შემოვიდა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანია გრძელდება – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი