თურქეთის თავდაცვის სამინისტრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელებს აქვეყნებს.საქართველოში ჩამოვარდნილი თურქეთის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 20-ვე პირი დაიღუპა,-აცხადებს თურქეთის თავდაცვის მინისტრი. თურქეთის სამხედრო თვითმფრინავში, რომელიც გუშინ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, მხოლოდ F-16 თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილები იყო და ასაფეთქებელი ნივთიერებები ან მოწყობილობები არ ყოფილა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა APA ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.




















