თურქეთის შსს მიგრანტების დანაშაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

,,სირიელები ჩამოვიდნენ და დანაშაულმა იმატა. ქურდობაში და ძალადობაში მონაწილეთა შორის მხოლოდ სირიელები ფიგურირებენ,, პროვოკაციული მიზნებისათვის განკუთვნილ ამ მოსაზრებებზე, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტება გააკეთა, აცხადებს თურქული ტელეარხი ,,A Haber,,-ი.

,,საკუთარ ქვეყანაში საფრთხეს გამოქცეული 3 მილიონზე მეტი სირიელი თურქეთმა მიიღო და დააბინავა. სირიელებს მიერ ჩადენილ დანაშაულების და ადგილობრივ მოსახლეობასთან მომხდარ დაპირისპირებების შესახებ განზრახ გაზვიადებული ინფორმაციები ვრცელდება, რაც სტუმარმასპინძლობის წეს ჩრდილს აყენებს. ამ თემაზე არსწორ ინტერპრეტაციებს, ზოგიერთი ძალები პოლიტიკურ მასალად იყენებენ.,, აცხადებს თურქეთის შსს.
თურქეთის შსს-მ ქვეყანაში მომხდარ დანაშაულებში სირიელ ლტოლვილთა წილობრივ მონაწილეობაზე მონაცემებიც გამოაქვეყნა, რამაც გავრცელებული მითები მთლიანად დაანგრია…
შსს-ს მონაცემებით, თურქეთში მომხდარ დანაშაულის საერთო რაოდენობაში, სირიელ ლტოლვილთა წილი –  1,32% შეადგენს. თურქული პოლიციის მიერ მიტინგებსა და საპროტესტო აქციების დასაშლელად გაწეულ სამშვიდობო ოპერაციებში დაკავებულ 3046 მოქალაქეს შორის, მხოლოდ 378 იყო სირიელი აცხადებს თურქეთის შსს.

 

https://youtu.be/oHRmg1RHEi0

banner
წინა სტატიაშიტრამპი ვარშავას ეწვია
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა 4 შვილის დედა თეა სირეაძე შეიწყალა