თურქეთის სასამართლომ ამერიკელი პასტორის განთავისუფლებაზე უარი თქვა

თურქეთის ქალაქ იზმირის სასამართლომ ოთხშაბათს, 15 აგვისტოს უარი თქვა ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის შიდა პატიმრობიდან განთავისუფლებაზე. პასტორის ადვოკატის შუამდგომლობა მის განთავისუფლებასა და ქვეყნის დატოვების უფლების მიცემაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

პასტორს თურქეთში 2016 წლის ნოემბერში მომხდარ სამხედრო გადატიალების მცდელობის სავარაუდო ორგანიზატორთან კავშირი და ჯაშუშობა ედება ბრალად. თურქეთის პროკურატურის აზრით, ბრანსონი გიულენთან მუდმივ კავშირზე იყო და მისგან თანხასაც იღებდა, რომლითაც თურქეთის მთავრობის წინააღმდეგ ეწეოდა საქმიანობებს. ბრალდების მხარე, ასევე ამბობს, რომ პასტორი, მისიონერის სახით, ჯაშუშობასაც ეწეოდა. ბრანსონი ბრალის აღიარებას არ აპირებს. გაზაფხულზე თურქეთმა ამერიკას ბრანსონის გიულენში გაცვლა შესთავაზა, თურმცა, ამერიკის მთავრობა ამაზე არ წავიდა.

banner
წინა სტატიაშირატომ ეძახის ესპანეთის პოლიცია ქართველ ,,კანონიერ ქურდებს” ,,რუსულ მაფიას”
შემდეგი სტატიაგერმანიამ ავღანეთში 46 ლტოლვილი დააბრუნა