თურქეთის სანაპიროსთან, წყლიდან 7 გარდაცვლილი ბავშვი ამოიყვანეს…

თურქული მედიის ცნობით, 8 დეკემბერს გვიან ღამით, იზმირთან ახლოს ზღვაზე ჩაძირული ნავიდან გადარჩენილი 8 ავღანელი ლტოლვილი და 7 მკვდარი ბავშვის უსულო სხეული, თურქმა მაშველებმა ამოიყვანეს…

გავრცელებული ინფორმაციით, ავღანელი ლტოლვილების გასაბერი ნავი, რომელიც ევროპისკენ მიცურავდა, თურქეთის სანაპიროებთან ჩაიძირა და მისი მგზავრები მაშველი ჟილეტების ამარა დარჩნენ ღია ზღვაში… სადაც, რამდენიმე საათიანი ტივტივის შემდეგ, ლტოლვილები თურქეთის სამაშველო გემის ეკიპაჟმა იპოვა… ზღვაში მყოფთაგან,  1 – თეთრმეტი წლის ბავშვი და 7 ზრდასრული ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს წყლიდან, ხოლო 7 ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს… გარდაცვლილი ბავშვებიდან ყველაზე პატარა – 6 თვის ჩვილი იყო.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშირუსული ავიადარტყმები და სირიელი ბავშვები… (VIDEO +18)
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ცხინვალში რუსული ბაზა ახლი ტექნიკითა და შეიარაღებით აღიჭურვა