თურქეთის სანაპიროსთან წყალქვეშა დრონი აღმოაჩინეს.
ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოწყობილობა ხოფას პორტის აკვატორიაში, ესენქიის სანაპიროსთან შენიშნეს. სანაპირო დაცვამ და სპეციალურმა სამსახურებმა შესაბამისი ზომები უკვე მიიღეს.
გამოცემა წერს, რომ უსაფრთხოების ზომები თურქეთის რამდენიმე სანაპირო რეგიონში გამკაცრდა. განცხადების თანახმად, დრონის მახასიათებლები და მისი წარმომავლობა გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
















