თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა

თურქეთის რადიოს “TRS”-ის ინფორმაციით, ნავის ჩაძირვის შედეგად, 18 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 7 მცირეწლოვანი ბავშვია.

შემთხვევა იზმირის სანაპიროსთან მოხდა. სამაშველო ბრიგადებმა 25-მდე ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, რამდენიმე ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

რადიოს ცნობით, ამ წუთებში იზმრის სანაპიროსთან სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა ბრიგადები და სამართალდამცველები.

წინასწარი ინფორმაციით, ნავი, რომელზეც მიგრანტები იმყოფებოდნენ, საბერნეთის კუნძულ ლესბოსისკენ მიემართებოდა.

banner
წინა სტატიაშივინ შეიძლება დარჩეს თამაშგარე მდგომარეობაში -საკადრო ცვლილებები
შემდეგი სტატია“ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, რომ ეს არის პერიოდი როდესაც მას განზე გასვლა ურჩევნია”