თურქეთის სანაპიროსთან მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

თურქული მედიის ცნობით, ქალაქ ჩანაქ–კვალეს პორტის მახლობლად მიგრანტების გემი ბორანს შეეჯახა და ჩაიძირა.

ჯერ–ჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი მიგრანტი იმყოფებოდა გემზე, რომელიც, სავარაუდოდ, კუნძულ ლესბოსის მიმართულებით მიდიოდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გემის ჩაძირვის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა,
14 მიგრანტის გადარჩენა კი თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა შეძლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან საბერძნეთის კუნძულ კალიმნოსზე აპირებდნენ ჩასვლას.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა განაცხადა, რომ მას საიდუმლო იარაღი აქვს
შემდეგი სტატიაობამამ ერდოღანს მოუწოდა ერაყიდან ჯარი გამოიყვანოს