თურქეთის სანაპირო დაცვამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 350-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინა

თურქეთის სანაპირო დაცვამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 350-ზე მეტი მიგრანტი გადაარჩინა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. სამაშველო ოპერაცია სამ ნავზე ჩატარდა.

გადარჩენილთა უმეტესობა სირიის მოქალაქეები არიან, რომლებიც თურქეთიდან საბერძნეთის სხვადასხვა კუნძულზე გადასვლას ცდილობდნენ. მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირის ლიდერები 7 მარტს საგანგებო სამიტს გამართავენ.

დღეს კი პრობლემაზე ბრიუსელში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ. სახელმწიფოების ნაწილი დევნილთა მიღებაზე შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშიჯონ კერი სირიის ჩრდილოეთით უსაფრთხოების ზონის შექმნაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაკახი ბექაურს ქონებრივ დეკლარაციაში მის მფლობელობაში არსებული კომპანიები სრულად არ აქვს მითითებული