თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ორი მფრინავი და რვა სამხედრო დაიღუპა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ორი მფრინავი. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის გენშტაბი ავრცელებს. ამასთან, ქურთ მებრძოლებთან შეტაკებაში დაიღუპა რვა თურქი სამხედრო.

Kobra-ს ტიპის ვერტმფრენი ჰაკარის პროვინციაში ქურთი ამბოხებულების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდა. წინასწარი ინფორმაციით, ის ტექნიკუირ გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.

ანკარასა და “ქურთისტანის მუშათა პარტიას” შორის 2015 წლის ივლისში სამშვიდობო რეჟიმის დარღვევის შემდეგ ქურთ ამბოხებულებთან შეტაკებებში 450 თურქი სამხედრო და სამართალდამცველი დაიღუპა. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ რაიპ ერდოღანის განცხადებით, ამ პერიოდში მოკლულია 5000 ქურთი მებრძოლი. თუმცა პროქურთული “სახალხო დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენლების მტკიცებით, რომ ოპერაციის დროს ასობით მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ბოლო წლებში საქართველომ ბევრს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში
შემდეგი სტატიათურქეთში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა