თურქეთის საგარეო უწყება სირიაში რუსეთის ქმედებებს აფასებს როგორც სამხედრო დანაშაულს

23თურქეთის საგარეო უწყება სირიაში რუსეთის ქმედებებს აფასებს როგორც სამხედრო დანაშაულს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი განცხადება იმ ხელშეკრულების შეხსენებით იწყება, რომელიც მიმდინარე წლის 11 თებერვალს, მიუნხენში, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იქნა მიღებული.
“რუსეთმა აღნიშნული შეთანხმების შემდეგ არა თუ შეწყვიტა საომარი მოქმედებები სირიაში, არამედ, სკოლებსა და საავადმყოფოებზე დაიწყო ცეცხლის მიტანა. უკანასკნელი 24 საათის მანზილზე რუსმა სამხედროებმა ააზეზეს ორი სკოლა და მარატ ალ-ნუმანში საავადმყოფო, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით ფუნქციონირებდა, დაბომბეს, რომლის შედეგადაც 30 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ქალები და ბავშვები. რუსების ბარბაროსული შეტევის შედეგად ასამდე ადამიანი დაიღუპა” – ნათქვამია განცხადებაში.

“თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ შეტევებს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე სამხედრო დანაშაულად აფასებს” – წერია განცხადებაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთის ოფიციალურ პირებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: კომპანიებისთვის ყველა სერვისის მიწოდება ერთი ფანჯრის პრინციპით უნდა მოხდეს
შემდეგი სტატიაბაია გადაბაძე მის მიმართ მიზანმიმართულ დევნაზე საუბრობს და სასამართლოს მიმართავს