თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მხარეებმა ნატოს ვარშავის სამიტსა და თურქეთის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური საკითხებიც.

„ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო პოზიციები, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სამხედრო აგრესია და შეიარაღებული კონფლიქტები. ასევე ვისაუბრეთ, რომ თურქეთი გააგრძელებს გამორჩეულ მხარდაჭერას საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის გადაწყვეტილებით, ლენტეხის რაიონის ოთხი სოფლის ელექტროფიცირება განხორციელდება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე “გაზპრომთან” მოსალაპარაკებლად ვენაში გაემგზავრა