26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰორმუზის სრუტის „იარაღად“ გამოყენების წინააღმდეგ გამოდის

სპარსეთის ყურეში არსებული პრობლემა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს ღაზის საკითხის დავიწყების მიზეზი,- აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი.

მისი თქმით, როგორც რეგიონული სტაბილურობისთვის, ასევე გლობალური ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰორმუზის სრუტე იარაღად არ იქნეს გამოყენებული.

„სპარსეთის ყურეში არსებული პრობლემა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს ღაზის საკითხის დავიწყების მიზეზი“, – განაცხადა ჰაკან ფიდანმა კატარის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის ექსპანსიონიზმი რეგიონში „სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის“ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთის პრეზიდენტმა პეტერ მადიარის მიერ წარდგენილ, 16 მინისტრის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიამერაბ შარიქაძეს, დოპინგ-ტესტების გაყალბების საქმეზე, 11-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა