13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: აქტიურად განვიხილავთ, როგორ ვმართოთ ან შევაჩეროთ აშშ-ს გასვლა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურიდან

ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურიდან აშშ-ს გასვლა დესტრუქციული იქნება,- აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი.

მისი თქმით, მიმდინარეობს დისკუსიები, როგორ უნდა მოხდეს აშშ-ის შესაძლო გასვლის მართვა ან შეჩერება. მისივე თქმით, ეს კოორდინირებულად თუ არ მოხდება, ევროპისთვის დესტრუქციული იქნება.

„ჩვენ აქტიურად განვიხილავთ, როგორ ვმართოთ ან შევაჩეროთ აშშ-ს გასვლა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურიდან. არა სრულად, არამედ ნაწილობრივ. ნაწილობრივ გასვლაც კი, ძალიან დესტრუქციული იქნება ევროპისთვის, თუ ეს კოორდინირებულად არ მოხდება“, – განაცხადა ფიდანმა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის პანელურ შეხვედრაზე.

მისი თქმით, დიდი ხანია, ხმას იმაღლეს ნატო-ში შემავალ ევროკავშირის სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც „მოქმედებენ, როგორც ცალკე კლუბი“. მისი თქმით, ისინი დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ალიანსის პოზიციას ეწინააღმდეგება.

„გინდათ, ნატო-ს შიგნით ევროკავშირის ცალკე ორგანიზაციად იქცეთ? ამერიკამ თქვა: „გიშვებთ, ვწყვეტ კავშირებს“, – განაცხადა ფიდანმა.

banner
წინა სტატიაშილუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონი გახდა
შემდეგი სტატიაცოლის არასრულწლოვანი შვილიშვილების გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცი ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელია