თურქეთის როლი ახლო აღმოსავლეთში და ქურთების პოზიციები…

ნატო-ს წევრი თურქეთის რესპუბლიკა, ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საჭირო ნაბიჯების გადაგმის პარალელურად ცდილობს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესებშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს…

თურქეთის ხელისუფლება ამ როლს იმხელა მნიშვნელობას ანიჭებს, რომ ის უდიდეს სავაჭრო პარტნიორ რუსეთთან დაპისრისპირების კვალდაკვალ, მეზობელი ერაყის ხელისუფლებასაც დაუპირისპირდა. თუმცა თურქეთთან დაპირისპირებული ქვეყნების რიცხვი, ახლო აღმოსავლეთში და მის სამეზობლოში, მხოლოდ ამ ორი ქვეყნით არ შემოიფარგლება… მეზობელი სირიის მოქმედ რეჟიმთან თურქეთის დაპირისპირებამ, უკვე ისტორიული სახე მიიღო და ის 20-მდე წელს ითვლის. თურქეთი დაპირისპირებულია აგრეთვე მის უდიდეს მეზობელთან, შიიტურ ისლამურ სახელმწიფოსთან, ირანთან, რომელიც თავის მხრივ თურქეთთან დაპირისპირებული სირიის რეჟიმისა და რუსეთის უახლოესი მოკავშირეა… რუსეთ-ირანის კიდევ ერთი მოკავშირე და თურქეთისთვის ტერიტორიულად ყველაზე პატარა მეზობელი სომხეთი – თურქეთთან ასევე ისტორიულად დაპირისპირებული ქვეყანაა, რომელიც დღემდე ამ ქვეყნისგან გენოციდის აღიარებას ელის… აღსანიშნავია, რომ სომხეთი, კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თურქეთთან დაპირისპირებულად ითვლება, დანარჩენ ორს – აზერბაიჯანს და საქართველოს, თურქეთი მოძმე ქვეყნებად მიიჩნევს. თურქეთს ასევე პრობლემები აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრ, კიდევ ერთ მეზობელთან – საბერძნეთთან, რომელიც ჩრდილოეთ კვიპროსის გამო ამ ქვეყანას მეგობრულად ვერანაირად ვერ ჩათვლის. პრობლემებია აგრეთვე არამეზობელ ისრაელთან ურთიერთობაში, რომლის ხელისუფლებასაც თურქეთის მმართველი ძალა გამუდმებით ადანაშაულებს პალესტინელთა უფლებების დარღვევაში. ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თურქეთს, მის სახმელეთო საზღვარზე განლაგებულ 8 მეზობელი ქვეყნიდან, მხოლოდ 3-თან – საქართველოსთან, აზერბაიჯანთან და ბულგარეთთან აქვს კარგი ურთიერთობები… დანარჩენ 5-თან, მეტნაკლები სიმწვავისა და სხვადასხვა ხასიათის პრობლემები აქვს. სამაგიეროდ თურქეთს კარგი ურთიერთობები აქვს ახლო აღმოსავლეთში არაბული კოალიციის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი – არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან, იორდანიოასთან და ყატართან, რომლებთანაც ერთად, სირიის კონფლიქტში ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე ოპოზიციურ ძალებს აქტიურად ეხმარება. ევროპული ქვეყნებიდან კი – მას ისტორიულად კარგი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა გერმანიასთან… გარდა ამისა, თურქეთი რომ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრია და ამ გაერთიანების მხარდაჭერით სარგებლობს, ეს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდგომ, ამ ორგანიზაციის პოზიციებიდანაც გამოჩნდა.

ეს, რაც შეეხება თურქეთის, როგორც სახელმწიფოს და მისი ხელისუფლების დამოკიდებულებას რეგიონის ქვეყნებთან და მათ ხელისუფლებებთან… ხოლო რაც შეეხება ამ ქვეყნის ურთიერთობებს  გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებთან… ზოგადად ცნობილია, რომ თურქეთის ხელისუფლებასთან მწვავედაა დაპირისპირებული ქურთების ეთნიკური ჯგუფი… და რომ ეს ეთნიკური ჯგუფი, თურქეთის ტერიტორიაზე თავიანთი ავტონომიის სურვილით, ამ ქვეყნის ყველაზე დიდ პრობლემათაგან ერთ-ერთი უდიდესია… თუმცა საუბარი, ქურთების, როგორც ეთნოსის დაპირისპირებაზე თურქეთის სახელმწიფოსთან, დილეტანტიზმია, რადგან თავად მცნება ქურთი ხალხი და ქურთების ეთნოსი, გაცილებით მასშტაბურია ვიდრე თურქეთში მცხოვრები ამ ხალხის ნაწილისა და მათი რადიკალური ფრთის მისწრაფებები…

თურქეთის ოფიციალური მონაცემებით, ამ ქვეყანაში ქურთების სათვისტომო 12 მილონამდე ადამიანს ითვლის, ხოლო მსოფლიოში ამ ეთნოსის წარმომადგენელი, სხვადასხვა მონაცემებით, 25-დან 30 მილიონამდეა. თურქეთის მეზობელ ირანში, ერაყსა და სირიაში, ბოლო მონაცემებით ჯამში 12 მილიონზე მეტი ქურთი ცხოვრობს… აქედან, ირანში – 4-დან 5 მილიონამდე; ერაყში – 4-დან 6 მილიონამდე და სირიაში კი – 2,5 მილიონამდე. თურქეთის შემდეგ, სწორედ ამ სამ ქვეყანაში ცხოვრობს ქურთების ყველაზე დიდი ეთნიკური დიასპორები.

PJAKრაც შეეხება იარნში ქურთების დიასპორას, ირანი მკაცრად უნიტარული, ისლამური სახელმწიფოა და მათ მხოლოდ კულტულური სფეროში შეუძლიათ საკუთარი ეთნიკური თავისებურებების გამოვლენა… სხვა ყველანაირი სეპარატისტული მცდელობები და ქურთების მუშატა პარტიის შეიარაღებული ფრთების ჩამოყალიბება PJAK-ს მსგავსი ორგანიზაციების სახით, ირანის ხელისუფლების მიერ, ყველა დროში მკაცრად და ძალისმიერად იქნა აღკვეთილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანის ქურთული დიასპორა, თურქეთისთვის იმდენად წარმოადგენს პრობლემას, რამდენადაც თავად ირანი.

YPGსხვაგვარადაა საქმე სირიაში… მას შემდეგ რაც 2011 წელს ამ ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო, სირიის ქურთისტანი გააქტიურდა და პოლიტიკურთან ერთად, საკმაოდ ძლიერი სამხედრო ძალაც ჩამოაყალიბა ასადის რეჟიმისა და ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ… აღსანიშნავია, რომ სირიელი ქურთების შეიარღებული ძალები – YPG – ,,სახალხო თავდაცვის რაზმები,, (Yekîneyên Parastina Gel – ქურთულად) ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული, მომზადებული და მოტივირებული, 65.000 ჯარისკაციანი სამხედრო ძალაა სირიის კონფლიქტში, რომელიც დღემდე ყველაზე აქტიურად იბრძვის ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ… YPG-ს პარტნიორული ურთიერთობები აქვს ,,ზომიერ ოპოზიციად,, წოდებული პოლიტიკური ჯგუფის სამხედრო ძალასთან ,,სირიის თავისუფალ არმიასთან,,… როგორც ცნობილია, ქურთი ქალები კარგი მეომრები არიან და ამ ეთნიკურ დაჯგუფებას, YPJ-ს ქალთა ჯარის სახით, ძლიერი დამხმარე ძალა ჰყავს.  თურქული მედია და ხელისუფლება, ხშირად ამ ორგანიზაციიას პროქურთულ ტერორისტულ დაჯგუფება PKK-სთანაც (ქურთების მუშათა პარტია)  კავშირში მოიაზრებს ,  თუმცა თურქეთთან მოსაზღვრე ქალაქ ქობანის ისლამისტების მიერ ალყის შემორტყმის დროს, თურქეთი გარკვეულწილად დაეხმარა ამ ორგანიზაციასაც… ასეა თუ ისე, ამ მომენტისთვის სირიელი ქურთები – თურქეთისთვის ზოგადად საფრთხეს არ წარმოადგენენ, რადგან მათ თავიანთი პრობლემები აქვთ საკუთარ მიწაზე. თურქეთის უშუალო პოლიტიკური და სამხედრო მოკავშირე სირიაში, თურქმენები არიან, რომლებიც ეთნიკურად ძალიან ახლოს დგანან თურქებთან და თურქულად საუბრობენ. სწოერედ მათი დაცვით იყო მოტივირებული თურქეთის მიერ გაკეთებული ყველა ანტირუსული განცხადება თურქეთ-რუსეთის კრიზისამდე და რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებაც მეტწილად თურქმენებზე მიტანილმა ასად-რუსეთის კოალიციის შეტევამ განაპირობა.

მესუტ ბარზანი - ტაიპ ერდოღანი
მესუტ ბარზანი – ტაიპ ერდოღანი

სულ სხვანაირადაა საქმე ერაყში, ამ ქვეყნის ტერირორიაზე არსებული ქურთისტანი, ერაყის კონსტიტუციით ფაქტობრივად სახელმწიფოში სახელმწიფოს სტატუსით სარგებლობს… სწორედ ამ დე-ფაქტო სახელმწიფოსა და მისი ლიდერის – მესუტ ბარზანისთან კარგი ურთიერთობების გამო, ბოლო დღეების განმავლობაში გაურთულდა თურქეთს ურთიერთობა ერაყის ხელისუფლებასთან...

ოთხმოციანი წლებიდან მოყოლებული აშშ და დასავლეთი საკმაო მხარდაჭერას უწევდა ერაყის ქურთისტანს და მის შეიარაღებულ ძალებს ,,ფეშმერგეს,, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი იყვნენ სადამ ჰუსეინის მიმართ მტრულად განწყობილი ერთადერთი ანგარიშგასაწევი ძალა ერაყში. ჰუსეინის წინააღმდეგ ომში, ნატოს და აშშ-ს მთავარი პარტნიორი, რომელმაც რეჟიმის სამხედრო გზით დამარცხებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, სწორედ ,,ფეშმერგა,, იყო. სანაცვლოდ მოკავშირეებმა, ჰუსეინის არმიის დამარცხების შემდეგ, მათი ნაალაფარი იარაღის უდიდესი ნაწილი სწორედ ,,ფეშმერგას,, გადასცეს. ხოლო თავად ქურთებმა, ერაყის ახალი კონსტიტუციით ისეთი ფარტო ავტონომია მიიღეს, რომ მათ თავიანთი სახელმწიფო ენის, ჯარის, პარლამენტისა და პრეზიდენტის ყოლის უფლება აქვთ, ხოლო ერაყულ არმიას ეკრძალება ქურტისტანში შესვლა. ფაქტიურად სახელმწიფო გახდნენ – სახელმწიფოს შიგნით.

Peshmerga_3მას შემდეგ, რაც სირიის პარალელურად ,,ისლამური სახელმწიფო,, ერაყშიც გააქტიურდა და ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი (ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულის ჩათვლით) მიიტაცა… ერაყელი ქურთები და მათი 120.000 კაციანი შეიარაღებული ძალები ,,ფეშმერგე,, (ქურთულიდან ,,სიკვდილზე წამსვლელს,, ნიშნავს) იმდენად მედგრად დახვდნენ ისლამისტ ჯიჰადისტებს, რომ არამცთუ საკუთარი ტერიტორიის ნაწილი არ დაუთმეს მათ, არამედ ნავთობის მოპოვების თვალსაზრისით ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქებიც დაიკავეს, როგორიცაა რაბია, ბიჯი, კირკუკი… მაშინ, როცა ყველა ეს ქალაქი, დემორალიზებულმა ერაყულმა არმიამ, ისლამისტების შიშით, ფაქტობრივად უამრად დათმო. სხვათაშორის, კირკუკს ქურთები საკუთარ მიწად თვლიდნენ, თუმცა ერაყის ხელისუფლება არ სცნობდა მათ უფლებას ამ ქალაქზე, რაც ქურთებმა ბრძოლით მოიპოვეს… რა თქმა უნდა ქურთებს ნატოს კოალიციაც ეხმარებოდა იარაღით და ისლამისტების პოზიციებზე ავიადარტყმებით… თუმცა ყველაზე მეტი დახმარება, ამ რთულ პერიოდში ერაყის ქურთისტანს თურქეთმა გაუწია… არც ქურთები და არც თურქები არ მალავენ იმას, რომ თურქეთის არმიის საუკეთესო ინსტრუქტორები, ტექნიკა და ტყვია წამალი ,,ფეშმერგას,, დღემდე მიეწოდება… ერთობლივად დაგეგმილმა საბრძოლო ოპერაციებმა კი – ქურთისტანის პოზიციები კიდევ უფრო გააძლიერა ერაყში, მაშინ როცა თავად ერაყის ხელისუფლება ძლივს იცავდა ისლამისტებისგან საკუთარ დედაქალაქ ბაღდადს. ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტი მესუტ ბარზანი ისე დაუახლოვდა ანკარას, რომ თურქეთის პრეზიდენტის ნებისმიერ დაძახილზე, მზადა სასახლეში ეახლოს მას (ბოლო ვიზიტი ანკარაში 11 დეკემბერს ჰქონდა)… ხოლო თავად ერაყის ქურთისტანის მაღალმთიანეთში, თურქთის საზღვართან არსებულ ქურთების მუშათა პარტიის, PKK-ს ტერორისტულ ბანაკების თურქული ავიაციის მიერ დაბომბვაზე, ბარზანის არასდროს დაცდენია თურქეთის მიმართ საყვედური.

როგორც თურქეთის და ერაყის ქურთისტანის ხელისუფლება აცხადებს, თურქების მიერ ერაყში გადადგმული ყველა ნაბიჯის საქმის კურსში იყო ამ ქვეყნის ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი ფუად მასუნი… ისმის კითხვა, თუ ერაყის ხელისუფლება აქამდე ყველა ნაბიჯის საქმის კურსში იყო (თუ ოფიციალურად არა, ინფორმაცია მაინც ექნებოდათ)… რატომ ახლა ატეხეს ამდენი ხმაური მსოფლიო მასშტაბით, რაც გაეროში ერაყის მიერ თურქეთის მიმართ ჩივილით დასრულდა ,,სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ხელყოფაზე,,? იყო თუ არა ამის მიზეზი მხოლოდ ბოლო დღეებში თურქეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება ერაყში?
ამ კითხვის პასუხად რამდენიმე გარემოების მოყვანა შეიძლება… ერთი – ის, რომ ერაყის ხელისუფლება ბოლო პერიოდში ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას ნატოს კოალიციის უყურადღებობის გამო ერაყში ჯიჰადისტთა გაძლიერებაზე, რაზეც კოალიცია იშვიათი ავიადარტყმებით შემოიფარგლებოდა ხოლმე… საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერაყის პრეზიდენტი რუსეთისათვის დახმარების თხოვნითაც კი დაემუქრა აშშ-ს და კოალიციას. ერაყის ხელისუფლებას რა თქმა უნდა აწუხებდა ისედაც სახელმწიფოს სტატუსის მქონე ქურთისტანის ავტონომიისა და მისი შეიარაღებული ძალების კიდევ უფრო გაძლიერება თურქეთის მიერ… თუმცა ადრე მათ საკუთარი ხელისუფლების დაკარგვის დიდი საფრთხეც ჰქონდათ ისლამისტების მხრიდან და ,,ფეშმერგას,, ბრძოლას მათივე მტრის მიმართ, თუნდაც თურქების დახმარებით, დიდად ვერ შეეწინააღმდეგებოდნენ… ბოლო თვეების მანძილზე კი – ისლამისტების პოზიციების შესუსტების პარალელურად, ერაყის არმიაც საგრძნობლად გაუმჯობესდა… მათ რამდენიმე წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს ჯიჰადისტების წინააღმდეგ… გაძლიერდა რუსეთის ფაქტორიც, რამაც დასავლურ კოალიციასაც უფრო მკვეთრი და გადამჭრელი მომქედებებისკენ უბიძგა… ყოველივე ამან კი – ერაყის ხელისუფლებას ჩაუსახა იმის იმედი, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის… ისინი თვლიან, რომ თურქეთმა – ერაყელებს შესაძლებელია ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი დააკარგვინოს… რადგან სწორედ ქალაქ მოსულის ისლამისტებისაგან განთავისუფლების ოპერაციას ამზადებს თურქეთი ქურთისტანის ,,ფეშმერგასთან,, ერთად… ქურთების მიერ ამ ქალაქის განთავისუფლება კი – ერაყის ხელისუფლებას აშინებს, რადგანაც მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია ქურთებმა ამ ქალაქზე კონტროლი შემდგომში თავად ერაყის ხელისუფლებას არ დაუთმონ. რეალური მიზეზი თურქეთის წინააღმდეგ ერაყელთა პროტესტისა, თურქეთის მიერ სწორედ ქურთისტანის პოზიციების გაძლიერებაა და არა ის, რომ თურქეთი თავად აპირებს ერაყის ტერიტორიის მიტაცებას… 

Lavrov-Zebariთურქეთის გააქტიურებას ერაყში რა თქმა უნდა არ მიესალმება რუსეთიც, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, 12 დეკემბერს სატელეფონო საუბარში, ერაყელ კოლეგა ხოშიარ ზებარისთან, რუსეთის მხრიდან ერაყის ტერიტორიალური მთლიანობის მხარდაჭერა გამოხატა.

თავად თურქეთისთვის რამდენად მომგებიანი იქნება ერაყელი ქურთების გაძლიერების ხარჯზე ერაყის ხელისუფლების დასუსტება და როგორია ამ ყველაფერში დასავლურთან ერთად არაბული კოალიციების როლი, ეს ალბათ მომავალში გამოჩნდება… დღეს კი – თურქეთი განაგრძნობს საკუთარი როლის თამაშს რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებში და ამ როლის მნიშვნელობის ასამაღლებლად, არამცთუ ერაყის დასუსტებული ხელისუფლების განაწყენებას, თვით ,,დიდ რუსეთთან,, კომფრონტაციასაც არ ერიდება.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშიქართულმა ოცნებამ ოლქების დაყოფა 2014 წლის თვითმართველობის შედეგების მიხედვით განახორციელა და მათ მიერ წაგებული ოლქები მოგებულ ოლქებს მიუერთა
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე ალეკო ელისაშვილს სოციალურ ქსელში ეხმიანება