თურქეთის რამდენიმე რეგიონში ტყის ძლიერი ხანძრებია

თურქეთში გუშინ გაჩენილი ტყის ხანძრები, ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა, იბრაჰიმ იუმაკლიმ განაცხადა.

მინისტრმა იზმირ სელჩუკში, მენდერესსა და ბალიქესირ სუსურლუქში გაჩენილ ხანძრებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მენდერესში ცეცხლმა 150 ჰექტარი მიწის ფართობი გაანადგურა, სელჩუკში კი 350 ჰექტარი.

მინისტრ, იუმაკლის თმით, ხანძარი სიგარეტის ნამწვავმა გამოიწვია და ბრალდებულებიც უკვე დააკავეს. გამოძიება გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის ელჩი – საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში!
შემდეგი სტატიავიქტორ ორბანმა, ჰერბერტ კიკლმა და ანდრეი ბაბიშმა განაცხადეს, რომ ევროპარლამენტში ახალ მემარჯვენე ჯგუფს ქმნიან