თურქეთის ქალაქ ტარსუსში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.
ინფორმაციას BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ სროლა ერთ-ერთ რესტორანში დაიწყო, რის შემდეგაც ეჭვმიტანილი ავტომობილით მიიმალა.
მედიის ინფორმაციით, რესტორანში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა – სავარაუდოდ, ობიექტის მფლობელი და ერთ-ერთი თანამშრომელი. მოგვიანებით თავდამსხმელმა სროლა უკვე ქუჩაში გააგრძელა და მწყემსი და სატვირთო ავტომობილის მძღოლი მოკლა.
პოლიციამ ეჭვმიტანილის დასაკავებლად ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო, რომელშიც ვერტმფრენიც მონაწილეობს. ამ დროისთვის თავდამსხმელის ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია.

















