25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

თურქეთის ქალაქ სამსუნში დრონი ჩამოვარდა

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ სამსუნში დრონი ჩამოვარდა.

თურქული მედიის ცნობით, შავი ზღვის სანაპირო ქალაქ სამსუნში ამოუცნობი დრონი დილით ჩამოვარდა, რის შედეგადაც, სამი სახლი დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

პოლიციაში განაცხადეს, რომ დრონის წარმოშობის შესახებ ინფორმაციას გამოძიება დაადგენს. დრონის ნაწილები ტექნიკური შემოწმებისთვის პოლიციის განყოფილებაში გადაიტანეს.

banner
წინა სტატიაშიშუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ხევში შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაზელენსკი ემანუელ მაკრონთან საუბრის შემდეგ: საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინას