თურქეთის ქალაქ დიარბაქირის მერი დააპატიმრეს

14658422_663960103764180_68880493_nთურქული მედიის ცნობით, რამდენიმე საათის უკან დიარბაქირის აეროპორტში ამ ქალაქის მერი, ქალბატონი გიულთან ქაშინაქი დააპატიმრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ქურთული პროვინციის დედაქალაქად წოდებული დიარბაქირის მერი, ტერორიზმთან ბრძოლის დეპარტამენტმა ქალაქის მეჯლისის წევრ ფირატ ავნისთან ერთად დააპატიმრა.
ქალაქის მერისა და ქალაქის პარლამენტის წევრის დაპატიმრების ზუსტ მიზეზებზე ინფორმაცია თურქულ მედიაში ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

banner
წინა სტატიაშიყოფილი პარტიზანის სკანდალური აღიარება – ირაკლი ღარიბაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის საგანგებო დავალება
შემდეგი სტატიავენესუელის პარლამენტმა პრეზიდენტ მადუროს იმპიჩმენტი დაიწყო