თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ქვეყნის ნატოდან გაყვანის პირობას დებს

თურქეთის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი პარტია Vatan-იდან, დოგუ პერინჩეკმა ამბობს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის
ქვეყანას ნატოდან გაიყვანს – “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი სიტყვებით, ალიანსი ანკარაში მტერს ხედავს იმის მიუხედავად, რომ თურქეთი ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში 1953 წლიდანაა. “აშშ ქურთ ტერორისტებს ეხმარება, მათ იარაღს აწვდის, ამიტომ, აშშ და თურქეთი ახლა არამეგობრულ ურთიერთობაში არიან” – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, რომელიც პირობას დებს, რომ მისი გაპრეზიდენტებისას “ამერიკული თვითმფრინავები ავიაბაზა ინჯირლიკიდან საკუთარ სახლებში გაფრინდებიან”. მისი აზრით, მარტში ხმელთაშუაზღვაში ჩატარებული ისრაელის, საბერძნეთის, კვიპროსისა და აშშ-ს ერთობლივი წვრთნები თურქეთის წინააღმდგ იყო მიმართული.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი გიუნტერ ბეჰლერს შეხვდა
შემდეგი სტატიატატუნაშვილის ოჯახმა შესაძლოა სტრასბურგში სარჩელი რუსეთთან ერთად, საქართველოს წინააღმდეგაც შეიტანოს