თურქეთის პრეზიდენტმა კელნში მეჩეთი გახსნა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა შაბათს, 29 სექტემბერს გერმანიაში საკუთარი ვიზიტის ფარგლებში კელნში მეჩეთი გახსნა. მისი მშენებლობა 30 მილიონი ევრო დაჯდა. ის ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი მეჩეთია და ერთდროულად 1100 ადამიანს დაიტევს – “დოიჩე ველე” წერს.
ამასთანავე, დოიცის რაიონში, მეჩეთის მოპირდაპირე ქუჩაზე, ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტს აპროტესტებდა გერმანიაში. პროტესტანტებს ტრანსფარანტები ეჭირათ წარწერით “შეაჩერეთ ერდორანის დიქტატურა”, “ერდორან – go home”.

ცერემონიის დაწყებამდე თურქ ლიდერს აეროპორტში ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრი არმინ მაშეტი დახვდა. მან თუქრი ლიდერი ვანის სასახლეში, რომელიც აეროპრთთან ახლოს არის, ვერ მიიღო, რადგანაც ის კერძო საკუთრებაშია, მესაკუთრემ კი მათ იქ შეხვედრა აუკრძალა.

ერდოღანი თვლის, რომ მისი გერმანიაში ვიზიტი წარმატებული იყო. თურქეთის პრეზიდენტი გუშინ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპალესტინამ აშშ-ს წინააღმდეგ გაეროს სასამართლოში სარჩელი შეიტანა