თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია – ნატო-ს გაფართოება პლანეტაზე მშვიდობისა და სტაბილურობის გასაღებია

თურქეთი მხარს უჭერს ნატო-ს გაფართოებას მსოფლიოში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ შაბათს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა.

„თურქეთს მიაჩნია, რომ ალიანსის გაფართოება არის პლანეტაზე მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის გასაღები“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, ნატო-ს გაფართოების მიმართ ანკარას მხარდაჭერა არ არის მიმართული კონკრეტული ქვეყნისკენ, არამედ მიმართულია ალიანსის უსაფრთხოების ყოვლისმომცველ ორგანიზაციად გადაქცევაზე, რომელიც ხელს შეუწყობს სტაბილურობის მიღწევას.

პოლიტიკოსის განმარტებით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მიმართ ნატო-ს მხარდაჭერა დაადასტურა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კაპანაძე – ერთადერთი, რასაც ახლა “რუსული ოცნება” აშენებს, არის არა ხიდები დასავლეთთან, არამედ, რკინის ფარდა ევროპასთან
შემდეგი სტატიააზრებაიჯანის საგარეო უწყება – რუსეთი და სომხეთი მთიანი ყარაბაღის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ასრულებენ