თურქეთის პრეზიდენტი სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

ერდოღანმა რუსეთთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადა

თურქეთის პრეზიდენტი სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. განცხადება ამის შესახებ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სენეგალში ვიზიტის დროს გააკეთა.

თურქეთის ლიდერის თქმით, მოსკოვი ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერს მხარს, ამიტომ 400 ათასი ადამიანის სიკვდილზე პასუხი რუსეთის ხელისუფლებამაც უნდა აგოს.

სირიაში ქალებისა და ბავშვების მასობრივ დაღუპვაში რუსეთი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაც დაადანაშაულა.

ჯონ კერის განცხადებით, მოსკოვი სამხედრო ოპერაციის დროს უმართავ ბომბებს იყენებს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან.

სირიის სამთავრობო ძალები, რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით, ამ დროისთვის ქალაქ ალეპოს უტევენ. ამის გამო თურქეთის საზღვარს დამატებით 20 ათასანდე დევნილი მიადგა.

banner
წინა სტატიაშიჯონ კერი: რუსეთის ქმედებებმა არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა გამოიწვია
შემდეგი სტატია“მაესტროში” გია და ლევან გაჩეჩილაძეებს ისევ არ უშვებენ