თურქეთის პრემიერმა კლინტონს ქურთებისათვის იარაღის მიწოდების მზაობაში დასდო ბრალი

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბილანი იილდირიმმა აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი გააკრიტიკა მზაობის გამო, ქურთებს იარაღი მიაწოდოს.
კლინტონის სიტყვას პრემიერმა “არაეთიკური” და “თანამშრომლობისათვის შეუსაბამო” უწოდა. “რას ნიშნავს ეს? ამერიკა ჩვენი მოკავშირე არ არის? განა ნატო ჩვენი მოკავშირე არ არის?” – იკითხა პრემიერ-მინისტრმა.
9 ოქტომბერს ტელე-დებატებში, რომელიც სენტ-ლუისში ჩატარდა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ “შესაძლებელია ქურთების შეიარაღებაზე ეფიქრა… ქურთები ჩვენი საუკეთესო მეგობრები არიან სირიასა და ერაყში” – თქვა კლინტონმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთი აშშ-ს დიდი ხანია ქურთებთან პოლიტიკის გამო აკრიტიკებს.

banner
წინა სტატიაში„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატიარუსი დეპუტატი: საქართველომ ამ არჩევნებით პროდასავლურ კურსზე უარი თქვა