თურქეთის პრემიერმა 2800 ადამიანის დაპატიმრების შესახებ გააკეთა განცხადება

თურქეთის პრემიერმა ბილანი იილდირიმმა 2800 ადამიანის დაკავების შეასხებ გააკეთა განცხადება, რომლებიც სამხედრო გადატრიალების მცდელობაში არიან ეჭვმიტანილი.
სიტუაციას სრულიად აკონტროლებს მთავრობა – განაცხადა მან.
ასევე, მისი თქმით, ამბოხების დროს დაღუპულია 161 ადამიანი, 1440 დაჭრილია. ადრე გენშტაბმა 194 დაღუპულის შესახებ გააკეთა განცხადება.

“ქვეყანა, რომელიც მქადაგებელ გიულენს უჭერს მხარს, არ შეიძლება თურქეთის მეგობარი იყოს და ჩაითვლება, რომ მან თურქეთს ომი გამოუცხადა” – განაცხადა პრემიერმა.
გიულენმა, რომელიც თურქეთის მთავარ პოლიტიკურ ოპონენთად ითვლება, დღეს დილით ადრე უკვე უარყო მისი მონაწილეობა გადატრიალებაში და მთავრობის განცხადებს “უკიდურესად უპასუხისმგებლო” უწოდა.

გიულენი დიდი ხნის წინ გაიქცა ქვეყნიდან, აშშ-ში ცხოვრობს და მეთაურობს მოძრაობა “ხიზმეტს”, ასევე ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მთელს მსოფლიოში. ოდესღაც ერდორანი და გიულენი თანამზრახველები იყვნენ, შემდეგ კი მათი გზები გაიყო.

თურქულმა სამთავრობო სააგენტომ “ანადოლუ” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ ამბოხების ორგანიზატორია თურქეთის გენშტაბის ყოფილი იურიდიული მრჩეველი, პოლკოვნიკი მუჰამერ კოსე. მის მოტივებზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ოფიციალური ინფორმაცია ამბოხებულთა ადგილმდებარეობის შეასხებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშითავისუფალი დემოკრატების საპარლამენტო სიის პირველი ოცეული დასახელდა
შემდეგი სტატიასოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს როგორ უსწორდება ხალხი ამბოხებაში მონაწილე ჯარისკაცებს