თურქეთის პრემიერი ხვალ თბილისში ჩამოდის

თურქული მედიის ცნობით, თურქეთის პრემიერი ბინალი ილდირიმი 22 მაისს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის პრემიერი უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის სამიტზე მიიღებს მონაწილეობას. გათვალისწინებულია თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მთელი რიგი დოკუმენტების ხელმოწერა, წერს თურქული მედია
ბინალი ილდირიმი თურქ ბიზნესმენთა ჯგუფთან ერთად საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც შეხვდება.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ამბოხებაში ბრალდებულებს ,,ჯოჯოხეთის კორიდორს,, მოუწყობენ
შემდეგი სტატია,,ამათმა სულ გარეკეს-რა უნდა საუნას მთავრობის სახლში?!,,