თურქეთის პოლიციამ ასობით სამხედრო მოსამსახურის სახლში რეიდი ჩაატარა

თურქეთის პოლიციამ პარასკევს ასობით სამხედრო მოსამსახურის სახლში რეიდი ჩაატარა – ისინი 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის საქმეში არიან ეჭვმიტანილები. პროკურატურამ სამხედროებს აშშ-ში მცხოვრები ფეტხულა გიულენის მხარდამჭერობაში დასდო ბრალი.
მიმდინარე კვირას თურქეთში რამდენიმე ჟურნალისტი და უნივერსიტეტების პედაგოგები დააპატიმრეს. უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Right Watch-მა თურქეთის მთავრობას ადამიანის უფლებების შელახვაში დასდო ბრალი – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშიიაპონიაში მინისტრმა სამწუთიანი დაგვიანებისთვის სახალხოდ მოიხადა ბოდიში
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს 25 თებერვლიდან გააგრძელებს