თურქეთის პირველმა ლედიმ ჰარამხანებს “ცხოვრების სკოლა” უწოდა

თურქეთის პრეზიდენტის მეუღლემ, ემინ ერდოღანმა კონფერენციაზე “სულთანების დედები, რომლებმაც ჩვენს ისტორიაში კვალი დატოვეს” სიტყვით გამოსვლისას, ოსლმალეთის იმპერიის დროს სულთანების ჰარამხანებზე ისაუბრა.
თურქეთის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ ჰარამხანები ცხოვრების სკოლა იყო და ის განათლებას აძლევდა ქალებს. “როცა ხელოვნების ნიმუშებს ვეცნობით, უმეტეს მათგანში ვხვდებით ქალებს, რომლებიც სიამოვნებისა და ძალაუფლების წყურვილით მოძრაობენ. ამასთანავე, ჰარამხანა ქალებისათვის ცხოვრების სკოლა იყო” – თქვა ერდოღანმა.
როგორც თურქული მედია წერს, პირველი ლედის გამოსვლამ სოციალურ ქსელებში ხმაურიანი უარყოფილი რეზონანსი გამოიწვია, უმეტესად ქალებში. ისინი, კერძოდ წერენ, რომ უცნაურია ილაპარაკო ჰარამხანის საგანმანათლებლო მისიაზე მაშინ, როცა ერთი წიგნიც კი არ ქონიათ იქ.

banner
წინა სტატიაშიუფლებადამცველები: უმარ შიშანი დაჭრილია და არა მკვდარი
შემდეგი სტატიაევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუგრძელა