თურქეთის პასუხი ამერიკულ სანქციებზე

თურქეთი ამერიკულ სანქციებზე პასუხს ამერიკულ ელექტრონულ ტექნიკაზე ბოიკოტის გამოცხადებით აპირებს – თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას  Hürriyet Daily News-ი ავრცელებს.

“თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური თავდასხმა მიმდინარეობს. ადრე მსგავსი რამ მალულად ხდებოდა, ახლა ისინი ჩვენზე ღიად მოდიან” – თქვა ქვეყნის მეთაურმა. რაც შეეხება ეკონომიკას, “ფინანსთა სამინისტრო და საგადასახადო სისტემა დღე და ღამე მუშაობენ… მათ (ამერიკელებს-რედ) აქვთ iPhone, მაგრამ მეორეს მხრივ, არსებობს Samsung-ი, ჩვენ ადგილობრივი წარმოების ბრენდიც გვაქვს Venus Vestel” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

10 აგვისტოს თურქული ლირა 2001 წლიდან თავის ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა.

 

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ცოლთან ჩხუბის შემდეგ მამაკაცი თვითმფრინავით საკუთარ სახლს დაეჯახა
შემდეგი სტატიამოშიმშილე სენცოვს, შესაძლებელია, შინაგანმა ორგანოებმა უმტყუნოს