27.2 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

თურქეთის პარლამენტში შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესი შემოდგომაზე დაიწყება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესი პარლამენტში შემოდგომაზე დაიწყება. ამის შესახებ მან NATO-ს ვილნიუსის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ თურქეთის საკანონმდებლო ორგანო ზაფხულამდე ისვენებს, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესი შემოდგომაზე განახლდება.

“ვფიქრობ, ეს იქნება საკითხი, რომელსაც ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი პრიორიტეტს მიანიჭებს”, – განაცხადა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის თებერვალში შვედეთმა და ფინეთმა NATO-ს წევრობაზე განაცხადი შეიტანეს. ფინეთი NATO-ს წევრი 2023 წლის აპრილში გახდა, თუმცა ამ დრომდე თურქეთი ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას ბლოკავდა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: არჩევანი ჩვენზეა და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს
შემდეგი სტატიაბაიდენი: საქართველოში, ბელარუსში, მოლდოვაში ხალხი იბრძვის, რათა მათი ხმა იყოს გაგონილი