თურქეთის პარლამენტმა საპრეზიდენტო მმართველობის ფორმის შესწორებების პაკეტი მიიღო

თურეთის პარლამენტის დეპუტატებმა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, რომელიც ქვეყანაში საპრეზიდენტო მმართველობის ფორმას გულისხმობს. კენჭისყრა დღეს შედგა. პროექტს 488 დეპუტატიდან მხარი 339-მა დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველ წაკითხვისთანავე მიიღო. პროექტი პრეზიდენტის უფლებების მკვეთრ გაზრდას გულისხმობს, კერძოდ კი, მას უფლება აქვს მინისტრთა კაბინეტს უხელმძღვანელოს ან თავად დანიშნოს მთავრობის მეთაური.

საკონსტიტუციო ცვლილებებს მიმდინარე წელს რეფერენდუმზე გაიტანენ.

banner
წინა სტატიაშიკიევის ცენტრში ადვოკატი მოკლეს
შემდეგი სტატიააშშ-ში უფლებადამცველებმა ტრამპის იმპიჩმენტის კამპანია დაიწყეს