თურქეთის პარლამენტმა აშშ-ს მიერ სომხების გენოციდის აღიარება დაგმო

თურქეთის პარლამენტმა აშშ-ს მიერ სომხების გენოციდის აღიარება დაგმო

თურქეთის პარლამენტის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვა მიუღებელია, რომელშიც პრეზიდემტმა მე-19 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივ მკვლელობებს გენოციდი უწოდა – ამის შესახებ თურქული “ანადოლუ” წერს.

“თურქეთის დიდი ეროვნული კრება სინანულითა და სიმკაცრით გმობს აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის 2021 წლის 24 აპრილის განცხადებას 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით სომხური ლობის პრეტენზიების მიღების გამო” – ნათქვამია განცხადებაშია, რომელსაც ხელი პარლამენტის პოლიტიკურმა პარტიებმა მოაწერეს.

დღესვე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდორანმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდნტმა ჯო ბაიდენმა სომხების გენოციდის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში გამოიყენა დაუდასტურებელი, არასწორი და სინამდვილისგან შორს მდგარი მტკიცებულებები.

“თუკი გენოციდზე საუბრობთ, ჩაიხედეთ სარკეში და შეაფასეთ საკუთარი თავი”, – ამ სიტყვებით ერდორანმა ბაიდენს მიმართა. მან რწმენა გამოთქვა, რომ ბაიდენის განცხადება ანტითურქული ჯგუფებისა და რადიკალური სომხური ჯგუფების გავლენით გაკეთდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვებს “არ გააჩნია ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლები”.

banner
წინა სტატიაშიმელია: ,,ოცნება” მოძალადეებს გაათავისუფლებს და იმ პარლამენტში რა მესაქმება?
შემდეგი სტატიასარჯველაძე: ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, რაც განსაზღვრულია შეთანხმებით