24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომა აუკრძალა

„ესოშიეითიდ პრესი“ ინფორმაციას ავრცელებს, რომ თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალურ ქსელებზე წვდომა ეკრძალებათ.

კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშში მდებარე სკოლაში ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

კანონის მიხედვით, სოციალური მედიის კომპანიებს დაევალებათ ასაკის გადამოწმების სისტემების დანერგვა, მშობელთა კონტროლის მექანიზმების შექმნა და ბავშვებისთვის საზიანოდ მიჩნეულ კონტენტზე სწრაფი რეაგირება.

კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, პლატფორმებს, როგორებიცაა YouTube-ი, TikTok-ი, Facebook-ი და Instagram-ი, მოუწევთ, 15 წლამდე ბავშვებს ანგარიშების გახსნა აუკრძალონ. დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ჯარიმები.

ახლა კანონპროექტი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უნდა გადაეცეს, რომელსაც 15 დღე ექნება მის დასამტკიცებლად.

banner
წინა სტატიაში„სიენენი“: აშშ-ის სამხედროები მუშაობენ ახალ გეგმაზე ჰორმუზის სრუტეში ირანის ძალებზე დარტყმებისთვის
შემდეგი სტატიასტატისტიკის ეროვნული სამსახური: 2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა