თურქეთის ქურთული ოპოზიციის ლიდერი, მწვავე ფონზე მოსკოვში ჩადის…

Image processed by CodeCarvings Piczard ### FREE Community Edition ### on 2015-03-30 12:17:01Z | http://piczard.com | http://codecarvings.com

თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის სიდიდით მესამე ოპოზიციური ძალის, პროქურთული ,,ხალხების დემოკრატიული პარტიის,, (HDP) ლიდერი სელაჰატინ დემირთაში მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შესახვედრად მიდის…

სტამბულში ათათურქის სახელობის აეროპორტში საგანგებოდ დახვედრილ ჟურნალისტებთან, პროქურთული პარტიის ლიდერმა დემირთაშმა, ამომწურავი განაცხადების გაკეთებისაგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის თქვა, რომ მოსკოვური კონტაქტების ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება…

აღსანიშნავია, რომ თურქეთის პროქურთული ოპოზიციური პარტიის ლიდერის ვიზიტი მოსკოვში, თურქეთ-რუსეთის კრიზისის პარალელურად, თურქეთის ქურთულ პროვინციებში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის ფონზე ხორციელდება… ვითარებაში, როდესაც ამ ოპერაციას ყოველდღიურად, ორივე მხრიდან მსხვერპლი ჰყავს, რაც თურქეთის ხელისუფლებისთვის კიდევ უფრო საეჭვოს ხდის, პროქურთული პარტიის ლიდერის, თურქეთთან დაპირისპირებული ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრის რეალურ მიზნებს.

www.timer.ge 

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე მანანა კობახიძეს მეხსიერების დაბრუნებაში დაეხმარება
შემდეგი სტატიარუსეთში უკრაინელ ტერორისტებს ეძებენ…