თურქეთის მთავრობა ტრამპს: მოკავშირეები “ტვიტერით” არ ურთიერთობენ

თურქეთის მთავრობა სკეპტიკურად უყურებს აშშ-ს პრეზიდეტის მუქარას, ჩამოანგრიოს თურქეთის ეკონომიკა, თუკი ანკარა სირიელ ქურთებს თავს დაესხმება, რომლებიც აშშ-სთან ერთად იბრძოდნენ ექსტრემისტების წინააღმდეგ. “თქვენ მუქარებით ვერაფერს გახდებით თურქეთის ეკონომიკასთან” – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ განაცხადა ტრამპის პასუხად. “ჩვენ ვხედავთ, რომ ბატონი ტრამპი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მასზე დიდ ზეწოლას ანხორციელებენ. ჩვენ ვიცით, რომ მისი უკანასკნელი “ტვიტი” – ეს ამერიკელი პოლიტიკოსებისადმი სიგნალია. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი ადრე, სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები “ტვიტერსა” და სოციალურ ქსელში არ ურთიერთობენ. ჩვენ საკითხის ორმხრივი განხილვა უნდა გავაგრძელოთ ” – თურქმა მინისტრმა თქვა – “ბიბისი” წერს.

მანამდე გავრცელდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს დაემუქრა, რომ “თურქეთის ეკონომიკას გაანადგურებს” , თუკი ანკარა სირიაში ქურთებზე თავდასხმას განახორციელებს ამერიკული ჯარის გაყვანის შემდეგ. ორ “ტვიტიში”, რომელიც პრეზიდენტმა გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ თურქეთის პროვოცირება ქურთებმაც არ უნდა დაუშვან.

ამერიკელი სამხედროები “ისლამურ სახელმწიფოს” სირიაში ქურთებთან ერთად ებრძოდნენ. მას შემდეგ, რაც ტრამპმა ამერიკელი ჯარისკაცების სირიიდან გაყვანა დააანონსა, ერდოღანმა სირიის ტერიტორიაზე საკუთარი ჯარი გადასხა. ანკარა არა ერთხელ იმუქრებოდა სირიელ ქურთებზე თავდასხმით.
ადრე აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაიკ პომპეომ თურქ კოლეგასთან მავლუტ ჩავუშოღლუსთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ ქურთულ დაჯგუფება YPG-სთან დაკავშირებით მხარეები კომპრომისს მიაღწევენ. პომპეოს თქმით, შტატები აღიარებენ თურქეთის უფლებას, თავი დაიცვას ტერორისტებისგან. “თუმცა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ხალხი, ვინც არ არიან ტერორისტები და ჩვენთან ერთად იბრძოდნენ, ჩვენს დაცვას იმსახურებენ” – პომპეომ თქვა.
შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქურთულ YPG-ს, რომელსაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს და რომლის წინააღმდეგაც თურქეთი სამხედრო ოპერაციას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშისომხეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატიაგერმანიაში 15 იანვარს რვა აეროპორტი გაიფიცება